კალათბურთი

11:21 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის შედეგიანი მატჩი და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება NBA-ში

„ორლანდო მეჯიქმა“ სადაც გოგა ბითაძე თამაშობს NBA-ს მორიგ შეხვედრაში „ვაშინგტონ უიზარდსის“ 31-ქულიანი სხვაობით 125:94 დაამარცხა.

მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პარკეტზე 19:58 წუთი იყო, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ორლანდოს შემადგენლობიდან საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა — 28 ქულა და 11 მოხსნა. ფრანც ვაგნერმა კი გუნდს 25 ქულით, 6 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

„ორლანდო მეჯიქს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს. გოგა და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095365