ფეხბურთი

14:52 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამაცაშვილის დუბლით "კალმარი" შვედეთის უმაღლეს ლიგაში აღზევდა

"კალმარი", სადაც საბა მამაცაშვილი თამაშობს, მომავალ სეზონში შვედეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა თავის გუნდს „იოერგრიტთან“ დუბლით (2:0) მოაგებინა და უმაღლესი ლიგის საგზური, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოაპოოვებინა.

მამაცაშვილმა მეტოქის კარი მე-11 და მე-80-ე წუთებზე აიღო და ორივე გოლი ძალიან ეფექტური გამოუვიდა. 29 ტურის შემდეგ „კალმარი’’ 64 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონობის შანსიც აქვს, რადგან მეორე ადგილზე მყოფ „ვასტერასს“ 2 ქულით უსწრებს.

გეტყვით, რომ ბოლო ტურში ქართველის გუნდი 8 ნოემბერს „ფელკენბერგს“ ეთამაშება და ჩემპიონობას ფრის შემთხვევაშიც მოიპოვებს, რადგან მეორეადგილოსანთან შედარებით ბურთების გაცილებით კარგი შეფარდება აქვს. .

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092384