ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ სტუმრად „ბრეოგანს“ შეხვდა, რომლის წინააღმდეგ პრაქტიკულად უშანსოდ, 74:95 დამარცხდა.
ბურჯანაძემ 16 წუთში 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო კი ააცილა.
„გრანადა“ ხუთი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა და ბოლო ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.









