სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:23 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გარეჯმა" "კოლხეთი" დაამარცხა

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ფოთის „კოლხეთისა“ და „გარეჯის“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა 3:1 მოიგეს.

პირველ ტაიმში „კოლხეთმა“ აჯობა მეტოქეს და 45-ე წუთზე ამარ ბეგიჩის გოლით დაწინაურდა კიდეც. თუმცა, ფოთელებმა შესვენების შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. სამწუთიან ინტერვალში ლევან პაპავასა და ნიკა კაჭარავას გოლებით „გარეჯი“ დაწინაურდა, ხოლო 73-ე წუთზე ლუკა თოლორდავამ სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„გარეჯმა“ ბოლო ოთხ ტურში მესამედ მოიგო და 33 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება. „კოლხეთი“ 19 ქულით ბოლოა და თითქმის გავარდნილია, შემდეგ შეხვედრას „გაგრასთან“ გამართავს.

„კოლხეთი“ – „გარეჯი“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ბეგიჩი (45), 1:1 პაპავა (58, პენ), 1:2 კაჭარავა (61), 1:3 თოლორდავა (73)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089636