იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში მილანის „ინტერი“ „ვერონას“ ესტუმრა, რომელიც 2:1 დაამარცხა.
კრისტიან კივუს გუნდი მე-16 წუთზე დაწინაურდა, როდესაც ჰაკან ჩალჰანოღლუსა და პიოტრ ჟიელინსკის დიდებული კომბინაცია პოლონელი ფეხბურთელის მაგარი გოლით დასრულდა. თუმცა, „ვერონამ“ მოახერხა შესვენებამდე გათანაბრება: მე-40 წუთზე ჯოვანემ დალაშქრა და წონასწორობა აღადგინა.
66-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა დანიელე დოვერიმ „ინტერი“ დაინდო: იან ბისეკმა მეტოქე მაშინ წააქცია, როცა „ნერაძურის“ ფეხბურთელებიდან ბოლო მცველი იყო, მეკარე იან ზომერი სულაც საჯარიმოს გარეთ იყო გამოსული და აშკარა საგოლე მომენტი ჩაშალა ბისეკმა, მაგრამ მსაჯმა ის არ გააძევა - მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა... ეპიზოდს დიდი პოლემიკა მოჰყვა და კიდევ მოჰყვება.
საბოლოოდ, „ინტერმა“ მოიგო: 94-ე წუთზე მარტინ ფრეზემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და ამ ავტოგოლით „ნერაძურიმ“ გაიმარჯვა.
„ინტერი“ 21 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ვერონას“ ჯერ არ მოუგია და 5 ქულით გასავარდნ ზონაშია.
ვერონა 1:2 ინტერი
გოლები: 0:1 ჟიელინსკი (16), 1:1 ჯოვანე (40), 1:2 ფრეზე (90, ა.გ)









