ალბანეთში მიმდინარე ძალოსნობაში U20 ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი და გერვასი თაბაგარმა იასპარეზა.
გოგა ჯაჯვანმა ატაცში 149 / 166 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 193 / 197 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი გაიმეორა და კვლავ ევროპის რეკორდსმენი გახდა. ჯაჯვანმა კიდევ ერთი ოქროს მედალი ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამით დაისაკუთრა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
გერვასი თაბაგარს კი ატაცში 138 / 153 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო, თუმცა აკვრაში უკეთ იასპარეზა და 190 / 196 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
თაბაგარი ორჭიდში მოგროვილი 349 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ თაბაგარმაც შეძლო ევროპის რეკორდის დამყარება, თუმცა შემდეგ მისი რეკორდი ჯაჯვანმა მოხსნა.









