კარპატების თასის მესამე ტურში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა.
ოთხთა ტურნირის ეს მატჩი ტიტე კალანდაძის გუნდისთვის არაფერს წყვეტდა, რადგან პირველი ადგილი ისედაც განაღდებული ჰქონდა. საბოლოოდ, უკრაინამ 32:28 მოიგო.
საქართველომ მანამდე სლოვაკეთი და რუმინეთი დაამარცხა, 4 ქულით კი, ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ნაკრები იანვარში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას (17 იანვარი), შვედეთს (19 იანვარი) და ნიდერლანდებს (21 იანვარი) დაუპირისპირდება.









