ძიუდო

19:32 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრში გამოსვლა მეოთხედფინალიდან დაიწყეს, სადაც რუმინეთს 4:2 სძლიეს. თავიანთი შეხვედრები გიორგი ტერაშვილმა, გიორგი ჯაბნიაშვილმა, შალვა გურეშიძემ და ნინო ლოლაძემ მოიგეს, ხოლო ნინო წიკლაური და ლიზი ქვარცხავა დამარცხდნენ.

საქართველომ უფრო ადვილად მოიგო ნახევარფინალში, სადაც თურქეთს 4:1 აჯობა. ამჯერად წიკლაურმა, ჯაბნიაშვილმა, გურეშიძემ და ლოლაძემ მოიგეს ბრძოლები, ქვარცხავა კი დამარცხდა.

ფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. გადამწყვეტი იყო გიორგი ტერაშვილის გამარჯვება, რომელმაც მეტოქეს იპონით აჯობა.

საქართველომ მანამდე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 6 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო (გიორგი ჯაბნიაშვილი), 2 ვერცხლი (მათე გოგობერიშვილი, მათე ბერუაშვილი) და 3 ბრინჯაო (კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე, ნინო ლოლაძე).

თეგებიძიუდო
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084152