სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:14 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "თელავს" ადვილად აჯობა

საქართელოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „თელავი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მასპინძლებმა მეტოქეს აჯობეს, მოგება არ გასჭირვებიათ. პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი გვასალიამ გახსნა, 7 წუთში თორნიკე მორჩილაძემ მეორე გაიტანა და სხვაობა გაზარდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საბოლოო ანგარიში 51-ე წუთზე ნიკა ნინუას გოლით დააფიქსირა და თბილისელებმა 3:0 გაიმარჯვეს.

„დინამო თბილისი“ 52 ქულით მესამე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში „გარეჯს“ შეხვდება. რაც შეეხება „თელავს“, 29 ქულით მეცხრეა და შემდეგ შეხვედრას „დილასთან“ გამართავს.

„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 გვასალია (23), 2:0 მორჩილაძე (30), 3:0 ნინუა (51)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100046