ფეხბურთი

20:31 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის გოლი ბოსნიის ჩემპიონატში

ბოსნიის ჩემპიონატის მე-13 ტურში „სარაევოს“ ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი სტუმრად „პოსუსიე“ 3:0 დაამარცხა.

გიორგიმ მე-12 წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა და ეს მისი პირველი გოლია ივლისის შემდეგ, როცა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა, ხოლო ჩემპიონატში ასევე პირველად გაიტანა ამ სეზონში. გულიაშვილის ანგარიშზე 4 საგოლე პასიცაა.

„სარაევო“ 18 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ბორაც ბანია ლუკას“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164058