სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:59 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" 9 კაცით "კიოლნთან" დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში „ჰამბურგი“ „კიოლნს“ ესტუმრა, რომელთანაც 1:4 დამარცხდა.

თუმცა, დიდი ბრძოლა იყო, ჰამბურგელები 1:2-ს აგებდნენ, როცა 79-ე წუთზე ჯერ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, ოთხ წუთში მეორეც და მატჩის დარჩენილი ნაწილი 9 ფეხბურთელით ჩაატარეს. მსაჯმა თამაშს 12 წუთი დაამატა და სწორედ ამ დროში „კიოლნმა“ საგრძნობი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, ორჯერ გაიტანა და 4:1 მოიგო.

გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა და სულ მალე ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა კარს. გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში მეექვსე მატჩი ჩაატარა, ორჯერ მან გერმანიის თასზეც ითამაშა.

„ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 9 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 ნოემბერს, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095864