პარიზის მასტერსი იანის სინერის გამარჯვებით დასრულდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალი კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმის წინააღმდეგ ორ სეტში მოიგო.
მატჩი სინერის ბრეიკით გაიხსნა და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელი თამაშის განმავლობაში. შემდეგ ჩოგბურთელებს საკუთარი ჩაწოდება არ წაუგიათ. საბოლოოდ, სინერმა 6:4, 7:6 მოიგო. მან ტაიბრეიკზე მეტოქეს 7:4 აჯობა. ფინალური შეხვედრის ხანგრძლივობა საათი და 53 წუთი იყო.
ამ გამარჯვებით იანიკ სინერმა ATP-ს რეიტინგში კარლოს ალკარასს გადაასწრო და პირველი ადგილი დაიბრუნა.









