ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა U23 ევროპის ჩემპიონატზე 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემ და მანუჩარ გოგოხიამ წარმატებით იასპარეზეს.
მსხალაძემ ატაცში 161 კილიგრამი დაძლია, რითაც მცირე ოქრო მოიპოვა. მან აკვრაში დაძლეული 196 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამით ევროპის ჩემპიონი გახდა.
გოგოხიამ ატაცში 160 კილოგრამის ძლევით მესამე შედეგი აჩვენა. აკვრაში კი ბრწყინვალედ იასპარეზა, 196 კილოგრამი დაძლია, რაც დისციპლინაში საუკეთესო შედეგი იყო და ორჭიდში 356 კილოგრამი გამოუვიდა, რითაც საბოლოოდ, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.









