სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:23 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბუაშვილის სადებიუტო გოლი ლიგა 1-ში და "მეცის" გამარჯვება "ნანტთან"

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში „მეცმა“ სტუმრად „ნანტი“ 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი აბუაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველი შემტევი მოედანზე მხოლოდ 78-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, ხოლო ოთხ წუთში გაიტანა და „მეცი“ დააწინაურა. სტუმრებმა მალევე უპირატესობა გაზარდეს და 2:0 მოიგეს.

გიორგი აბუაშვილისთვის ეს იყო მერვე მატჩში პირველი გოლი და მეხუთე ქართველია გია გურულის, გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, ვინც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი გაიტანა.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, მან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 78-ე წუთზე შეცვალეს. მის აქტივში 11 მატჩში ერთი საგოლე პასია.

„მეცი“ 8 ქულით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „ნიცას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169295