სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:36 | 2.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალი" და "გაგრა" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და გუნდები დაზავდნენ.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევრში გოლები გავიდა. 66-ე წუთზე „გაგრა“ გიორგი ხარებაშვილმა დააწინაურა, რასაც 20 წუთში გიორგი ფანცულაიამ უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ფანცულაია კარგ ფორმაშია და 15 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია. „სამგურალი“ 39 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს, მომდევნო მეტოქე „იბერიაა“, ხოლო „გაგრა“ 37 ქულით მეშვიდე საფეხურზეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება.

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში კიდევ ორი მატჩია გასამართი: „დილა“ – „ტორპედო“ და „დინამო ბათუმი“ – „უბერია“.

„სამგურალი“ – „გაგრა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ხარებაშვილი (66), 1:1 ფანცულაია (86)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102168