ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა, რომელიც 3:1 დაამარცხა.
პეპ გვარდიოლას გუნდში ისევ ერლინგ ჰოლანდი ბრწყინავდა, რომელიც დუბლით გამოირჩა. მან პირველივე ტაიმში 16-წუთიან ინტერვალში ორჯერ დაამწუხარა მეტოქე. ამ გოლებს შორის იყო ტაილერ ადამსის გოლი, რითაც „ალუბლებმა“ მცირე ხნით ანგარიში გაათანაბრეს.
მეორე ტაიმის სტარტზე „სიტის“ უპირატესობა ნიკო ო’რილიმ გაზარდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„მანჩესტერ სიტი“ 19 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 ნოემბერს, „ლივერპულს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბორნმუთი“ 18 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, წინ კი „ასტონ ვილასთან“ საგარეო თამაში აქვს.
„მანჩესტერ სიტი“ – „ბორნმუთი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (17), 1:1 ადამსი (25), 2:1 ჰოლანდი (33), 3:1 ო’რილი (60)









