ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ „ელჩეს“ უმასპინძლა, რომელიც ადვილად დაამარცხა.
საწყის 11 წუთში ჰანსი ფლიკის გუნდი ლამინ იამალისა და ფერან ტორესის გოლებით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა რაფა მირის გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი იყო.
მეორე ნახევარში მარკუს რაშფორდმაც გაიტანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. „ბარსელონა“ 25 ქულით ისევ მეორე ადგილზეა, მადრიდის „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩება და მომდევნო ტურში ვიგოს „სელტას“ სტუმრად შეხვდება.
„ბარსელონა“ – „ელჩე“ 3:1
გოლები: 1:0 იამალი (9), 2:0 ტორესი (11), 2:1 მირი (42), 3:1 რაშფორდი (61)









