ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბასკონიას“ ესტუმრა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
„ტენერიფემ“ მესამე პერიოდი ჩააგდო (16:34), რაც გადამწყვეტი გამოდგა, საბოლოოდ კი, 79:89 დამარცხდა.
გიორგი შერმადინმა ისევ შესანიშნავი თამაში ჩაატარა - 26 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა: 7-დან 7 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რითაც ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
„ტენერიფე“ 4 მოგებით და 1 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 ნოემბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.









