„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო გოლისა და „ნანტთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა:
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში რთულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსვლა შევძელით და ძალიან ბედნიერები ვართ. ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. უნდა ვიშრომოთ და მატჩები კიდევ მოვიგოთ“, - თქვა აბუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბუაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „მეცი“ 8 ქულით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ნოემბერს, „ნიცას“ უმასპინძლებს.









