კალათბურთი

1:21 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ტრავმაზე "ბარსელონამ" განცხადება გაავრცელა

„ბარსელონას“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ „მურსიასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

მას კოჭის დაზიანება აქვს და როგორც „ბარსელონა“ იტყობინება, შემდგომ დღეებში გამოჩნდება, რა პერიოდი გაუცდება. ესპანურ პრესაში უკვე დასახელდა სავარაუდო დრო: 2-4 კვირა.

„თორნიკე შენგელიას მარცხენა კოჭი აქვს დაზიანებული. დაზიანების შემდგომი განვითარება განსაზღვრავს მოედანზე მისი დაბრუნების დროს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„მურსიასთან“ მატჩში შენგელიამ 25 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 27 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ესპანეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169778