სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:00 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბულობა სერია A-ში: ერთი ქულა ოთხ გუნდში

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შეიძლება ითქვას, ეს იყო კონკურენტებს შორის 6-ქულიანი შეხვედრა, რომელშიც მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მიზანს მიაღწია. „რომამ“ თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ უკვე „მილანი“ დაეუფლა უპირატესობას.

მატჩის სცენარის შეცვლას ხელი „მილანის“ გოლმა შეუწყო, რომელიც 39-ე წუთზე სტრაჰინია პავლოვიჩმა გაიტანა. „როსონერის“ გოლმა მეტი თავდაჯერება და გამბედაობა შესძინა. მეორე ტაიმის პირველ ნაწილში მასპინძლებმა ბევრი მომენტი შექმნეს, თუმცა ვერ გამოიყენეს.

შემდეგ უკვე „რომამ“ მიიღო შანსები. ყველაზე კარგი 82-ე წუთზე, თუმცა პაულო დიბალამ პენალტი ვერ გაიტანა - მაიკ მენიომ აჯობა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „როსონერიმ“ 1:0 მოიგო.

„მილანი“ და „რომა“ 21-21 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „ინტერთან“ ერთად იყოფენ, ხოლო ლიდერი „ნაპოლია“, რომელსაც 22 ქულა აქვს.

„მილანი“ – „რომა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პავლოვიჩი (39)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083885