კალათბურთი

10:10 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" ზედიზედ მეორედ მოიგო, მამუკელაშვილმა მატჩი უქულოდ დაასრულა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "მემფის გრიზლის" უმასპინძლა და მეტოქე 117:104 დაამარცხა.

მასპინძლები შეხვედრას მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ და ბოლო მეოთხედის გარდა, რომელიც ფრედ 33:33 დამთავრდა ყველა პერიოდში აჯობეს მეტოქეს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 10:33 წუთი გაატარა. სამწუხაროდ ქართველმა შეხვედრა უქულოდ დაასრულა და მისი მონაგარი მხოლოდ 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

"ტორონტოს" 3 მოგება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი საკუთარ მოედანზე "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ 5 ნოემბერს გამართავს.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097895