თამაშგარე

13:10 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატიას სოულეს უჟმურებანი

ფრიად უცნაური ვინმეა იტალიური „რომას“ არგენტინელი ვურდენკინდი მატიას სოულე, რომელიც თავის პირად ცხოვრებას ისე მალავს და დაჰკურკურებს, თითქოს ვინმეს გააკვირვებდეს ცხოვრების წესითა და ჰობით. მით უმეტეს, რომ ფეხბურთელებისგან დიდი ხანია არაფერი გვიკვირს და გვეუცნაურება.

ჩვენ კი არა, სრულიად სამხრეთ ამერიკის და ევროპის ბულვარული მედია ეძიებდა და ვერაფერი გაიგეს მატიასის სატრფოზე და იმ ადამიანზე, ვინც დღეს მასთანაა. შარშან ჟურნალისტები იმასაც კი არკვევდნენ, ეს ბიჭი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლი ხომ არაა და ამიტომ არ ამზეურებს თავის ცხოვრების დეტალებსო.

ბულვარული პრესის ძიებითა და გარჯით იპოვნეს ყოფილი მოცეკვავე, ვინმე ანნა ფერნანდესი, რომელმაც განაცხადა, რომ სამი თვის მანძილზე ხვდებოდა სოულეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ შეეგუა რადგან მასზე უჟმური ადამიანი მეორე არ მინახავსო . ფაქტი კი ისაა, რომ თავისუფალ დროს სხვა ფეხბურთელები თუ გოგოებთან ერთად ხვანცალში ატარებენ, მატიასი ვარჯიშს აგრძელებს და ფეხბურთი მისთვის როგორც ჩანს სიყვარულზე მეტია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162673