დღეს, ცნობილმა გამოცემა Givemesport-მა ინგლისის პრემიერლიგის ტოპ 20 მეკარის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ამ მომენტში ლიგაში საუკეთესოები არიან. აღსანიშნავია, რომ სიაში მოხვდა "ლივერპულის" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი. ქართველი მეკარე რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.
გამოცემა მამარდაშვილს და მის თამაშს შემდეგნაირად აფასებს:
"ბოლო წლების განმავლობაში "ლივერპულს" ალისონ ბეკერის მეკარედ ყოლის ბედნიერება აქვს, თუმცა სათქმელია, რომ ბრაზილიელს ასაკი ემატება და ეს ყველაფერი ტრავმებზეც მოქმედებს. ამიტომ "ენფილდზე" საჭირო იყო მისი მემკვიდრის მოყვანა.
"ლივერპულმა" 2024 წელს "ვალენსიადან" გიორგი მამარდაშვილი იყიდა და პრაქტიკის ქონის გამო ერთი სეზონი ესპანეთში დატოვა, სადაც 34 შეხვედრაში კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. ალისონის ტრავმის გამო ქართველ მეკარეს ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარულად თამაშის საშუალება მიეცა და მიუხედავად იმისა, რომ „წითლებს“, როგორც გუნდს, პრობლემები ჰქონდა, მამარდაშვილმა შთაბეჭდილება მაინც მოახდინა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, როდესაც ის მწვრთნელისთვის უდავო პირველი არჩევანი გახდება" - წერს გამოცემა.
მამარდაშვილს პრემიერლიგაში დებიუტი 4 ოქტომბერს "ჩელსის" წინააღმდეგ ჰქონდა, სულ კი მონაწილეობა ხუთ შეხვედრაში მიიღო. ქართველმა მეკარემ მშრალად კარი ერთ მატჩი შეინახა, 14 სეივი შეასრულა, ხოლო 7 გოლი გაუშვა.
გამოცემის მიხედვით, პირველ ადგილს ალისონ ბეკერი იკავებს, მეორე ადგილზე დავიდ რაიაა, მესამე ადგილს კი ჯანლუიჯი დონარუმა იკავებს.









