სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:19 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და "ბარსელონა" 15 წლის ფრანგი ტალანტით დაინტერესდნენ

ლონდონის "არსენალი" და კატალონიის "ბარსელონა" "მონპელიეს" 15 წლის ფრანგი თავდამსხმელით ლასინ მენან-პავით დაინტერესდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გუნდები ახალგაზრდა ფეხბურთელით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და ყურადღებით აკვირდებიან. ამავდროულად კი მის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მენან-პავი ამჟამად "მონპელიეს" U17 გუნდის წევრია, სადაც გასულ სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 15 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამის გარდა ახალგაზრდა ფეხბურთელი საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, რომლის მაისურითაც 2 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

მენან-პავიმ მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161504