ფეხბურთი

16:43 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "ფეხბურთით დღესაც ისე ვტკბები, როგორც ბავშვობაში"

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როგორც არგენტინელმა განაცხადა ფეხბურთის თამაშით დღესაც ისე ტკბება, როგორც ეს ბავშვობაში იყო და ამის გაკეთებას იქამდე გააგრძელებს სანამ ამის საშუალებას მისი სხეული მისცემს.

"მიყვარს შეჯიბრი და ეს თამაში. ფეხბურთით დღესაც ისე ვტკბები, როგორც ეს ბავშვობაში. ამ სპორტის მიმართ ისეთივე ვნებას ვგრძნობ, როგორც ადრე და ვცდილობ ეს ყოველივე ჩემს თანაგუნდელებს გავუზიარო. მინდა, რომ ყველა მატჩში ვითამაშო და გუნდს დავეხმარო. ბურთით თამაშით გავიზარდე, ორი ან სამი წლის ასაკიდან ბურთს ვურტყამდი და ასე დარჩება მთელი ცხოვრება. თამაშს და სიამოვნების მიღებას იქამდე გავაგრძელებ, სადამდეც ამის საშუალებას ჩემი სხეული მომცემს", - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერ მაიამის" მაისურით ლიონე მესიმ მიმდინარე სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლთან ერთად 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092831