UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ინგლისელი დარწმუნებულია, რომ ქართველ მებრძოლს მასთან შანსი არ ექნება და მარტივად დაამარცხებს.
"ორთაბრძოლა სადაც არ უნდა განვითარდეს, მიწაზე იქნება ეს თუ დგომში ყველგან მოვუგებ. უბრალოდ სახეს დავულეწავ. გულშემატკივრებს თოფურია უბრალოდ ზეცაში ჰყავთ აყვანილი და ჰგონიათ, რომ ხელშეუხებელია. ყველას დავუმტკიცებ, რომ მისი დამარცხება შემიძლია და მას უბრალოდ მიწაზე დავანარცხებ და ამის გაკეთებას ხმაურიანად ვაპირებ", - განაცხადა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ორთაბრძოლა უკვე შეთანხმებულია და ის 2026 წლის დასაწყისსში გაიმართება.
სწორედ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით UFC-ის ოფიციალურმა გვერდმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
"ილია თოფურია ცუდი პედის წინააღმდეგ. არის ეს ის ბრძოლა, რომელიც 2026 წელს უნდა გაიმართოს?"









