„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა:
„პარკ დე პრენსზე“, ამ ატმოსფეროთი და ჩვენი გულშემატკივრებით, გვაქვს თავდაჯერებულობა, რომ ვეცადოთ დავძლიოთ მათი პრესინგი და ვფიქრობ, ეს იქნება მსგავსი მატჩი, რომელიც მათ წინააღმდეგ ამ ზაფხულს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ეს ნამდვილად იგივე ინტენსივობის მატჩი იქნება. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს ორივე გუნდისთვის ძალიან საინტერესო და მოტივაციური შეხვედრა იქნება.
სეზონის ბოლომდე მოგვიწევს ლოდინი, რომ გავიგოთ, ვინ იქნება ევროპაში საუკეთესო. ახლა უკვე ცხადია, რომ „ბაიერნი“ ძალიან ძლიერია. ისინი ყოველთვის ძლიერები იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დროს, ზედიზედ 15 გამარჯვების შემდეგ, ეს წარმოუდგენელია. ვიცით, რამდენად რთული იქნება ეს მატჩი, მაგრამ მზად ვართ.
მეტოქე არ შეცვლის ჩვენს დაცვას ან შეტევას. „ბაიერნიც“ არ შეცვლის თავისი თამაშის სტილს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხვალ გამარჯვება, არა მხოლოდ სამი ქულისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე რთული კალენდარი გვაქვს. ამიტომ, როდესაც სახლში, ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ, მნიშვნელოვანია, რომ ვისარგებლოთ ჩვენი გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფეროთი, რათა ვეცადოთ ამ მატჩის მოგება.
ჩვენი კალენდარი ძალიან დატვირთული და რთულია, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ. სწორედ ეს გავაკეთეთ პირველ სამ მატჩში და სწორედ ეს გვინდა ხვალაც გავაკეთოთ.
არცერთ მოთამაშის გამო რისკზე არ წავალთ. უსმანმა ბოლო ორ მატჩში ითამაშა და, რა თქმა უნდა, ხვალაც ითამაშებს, თუმცა ჯერ არ ვიცი რამდენ წუთს ითამაშებს. ამას ხვალ გადავწყვეტთ, მაგრამ ის ფიზიკურ კონდიციებს აუმჯობესებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 4 ნოემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.









