ალბანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან მარიამ მურღვლიანმა იაასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში 100 / 104 / 107 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მარიამი აკვრაში დაძლეული 124 / 128 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,, იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 235 კილოგრამითაც.
შედეგად მარიამმა 3 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს რეკორდებიც დაამყარა.









