სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:01 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა

გორის „დილამ“ საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის „ტორპედო“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

დიეგო ლონგოს გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის, შესაბამისად, ახლა თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. გორელებს რთული საშინაო მატჩი ჰქონდათ, თუმცა მიზანს მიაღწიეს - 3 ქულა მოიპოვეს.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 70-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

გორის „დილა“ 65 ქულით ლიდერია და 3 ქულით უსწრებს „იბერიას“, რომელიც ამ ტურის მატჩს 4 ნოემბერს, სტუმრად „დინამო ბათუმთან“ გამართავს. გორელები მომდევნო ტურში „თელავს“ ხვდებიან. „ტორპედო“ 50 ქულით მეოთხეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.

„დილა“ – „ტორპედო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ანდრონიკაშვილი (70)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103801