სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:30 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი უახლოეს მატჩებს ისევ გამოტოვებს, "რეალთან" და "სიტისთან" მამარდაშვილი ითამაშებს

სანაკრებო პაუზამდე „ლივერპულის“ ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ალისონის დაბრუნება გამორიცხა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „რეალთან“ მატჩამდე გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა ტრავმებთან დაკავშირებით:

„ხვალინდელ მატჩში ალისონი, ფრიმპონგი, ისაკი ვერ ითამაშებენ. ჟერემი და ალისონი ვერც კვირას ითამაშებენ. ისაკთან დაკავშირებით უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. „მანჩესტერ სიტისთან“ ძირითად შემადგენლობაში ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა, განაცხადში იყოს“, - აღნიშნა სლოტმა.

გიორგი მამარდაშვილი ალისონის ტრავმის გამო ბოლო მატჩებში მუდმივად თამაშობდა. „რეალთან“ მას „ვალენსიას“ მაისურით აქამდეც არაერთხელ უთამაშია, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ კარიერაში პირველად ითამაშებს. „სიტისთან“ მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზაა და „ლივერპული“ 22 ნოემბერს ითამაშებს, „ნოტინგემის“ წინააღმდეგ. ამ მატჩისთვის დაბრუნდება თუ არა ალისონი, ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ კარი შვიდ მატჩში დაიცვა - ოთხჯერ პრემიერლიგაში, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელ ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092529