ფეხბურთი

23:05 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია: "მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს, მზად ვართ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშის ბედს დეტალები გადაწყვეტს.

„მზად ვართ. ეს ძალიან დაძაბული მატჩი იქნება. ორივე გუნდს ბურთი სურს, ყველგან ბრძოლა იქნება და შედეგი დეტალებში გადაწყდება. მოუთმენლად ველით თამაშს. „ბაიერნი“ და პსჟ ევროპის ორი საუკეთესო გუნდია. ისინი ფანტასტიკურ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენც კარგად ვხვდებით ამ მატჩს, გასული სეზონის ფორმაზე დაყრდნობით“, - თქვა ვიტინიამ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 4 ნოემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0964