ფეხბურთი

22:32 | 3.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი: "პსჟ მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ჩვენი შანსის და გამარჯვების უნდა გვჯეროდეს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა:

„უნდა გჯეროდეს, რომ ამის გაკეთება შეგიძლია. იდეალური თამაშია საჭიროა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ვხვდებით და ერთ-ერთ ფავორიტს. გასვლაზე თამაში დამატებითი სირთულეა. თუმცა, ჩვენი შანსის უნდა გვჯეროდესს ყველა თამაშს ვუყურებთ, ყოველთვის არის რაღაც ახალი, რასაც ვაკვირდებით. შეზღუდული დროის გამო, დიდი მომზადებაა საჭირო. ამას შევეჩვიეთ. პსჟ კარგი გუნდია, რომელიც შევისწავლეთ.

ყოველთვის ვფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ასეთ მატჩში. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ დილით მივიღებ. ახლა 90%-ით ვიცი შემადგენლობა, 100%-ით ხვალ მეცოდინება“, - თქვა კომპანიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბაიერნის“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16553