UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონში ბრუნდება. როგორც უკვე ოფიციალურად დადასტურდა ჭიკაძე UFC Vegas 112-ზე იბრძოლებს და მისი მეტოქე არგენტინელი კევინ ვალეხოსი იქნება.
ქართველი მებრძოლი ბოლო ორი შეხვედრაა მარცხდება, ჭიკაძემ ჯერ 2024 წელს არნოლდ ანელთან დამარცხდა, ხოლო 26 აპრილს დევიდ ონამასთან წააგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება გიგას მეტოქეს, ვალეხოსს ბოლო ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული და ძალიან კარგ ფორმაში. არგენტინელმა ბოლო ბრძოლა 2023 წელს წააგო.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძისა და კევინ ვალეხოსის ბრძოლა 14 დეკემბერს გაიმართება.









