სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:30 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ვიღვიძებ და საკუთარ თავს ვეკითხები - მართლა "იუვენტუსის" მწვრთნელი ვარ?"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ სანამ შანსი არსებობს, ყველაფრის მოსაგებად უნდა იბრძოლონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტიტულებს მოიგებენ. თუმცა, მთავარია, რომ იბრძოლონ და არ დანებდნენ:

„მე ვთქვი, რომ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, არ მითქვამს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არსებობს განსხვავება ბრძოლასა და გამარჯვებას შორის. ჩვენ გვაქვს ისტორია, რომელთანაც შედარება შეგვიძლია: იღვიძებ ყოველ დილით და საკუთარ თავს ეკითხები - ნამდვილად „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვარ? ჩვენთვის კარგია ამის გაკეთება, რადგან ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ ყოველთვის უკეთ ვიმუშაოთ. სანამ მათემატიკური შანსია, უნდა ვისწრაფოდეთ, ნებისმიერი რამის მოგების ბრძოლისკენ. „იუვენტუსში“ არსებობს სლოგანი: „ბოლომდე“, მაგრამ მე მას დავამატებდი, რომ ჩვენი სლოგანი უნდა იყოს, ბოლომდე და უფრო მეტიც. ამიტომ, ყველაფრისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით „იუვენტუსმა“ პირველ მატჩში „კრემონეზე“ 2:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167773