ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასეთია:
მეკარეები: ბენტო (ალ-ნასრი), ედერსონი (ფენერბაჰჩე), უგო სოუზა (კორინთიანსი)
მცველები: ალექს სანდრო (ფლამენგო), კაიო ენრიკე (მონაკო), დანილო (ფლამენგო), ედერ მილიტაო (რეალი), ფაბრისიო ბრუნო (კრუზეირო), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), ლუსიანო ჟუბა (ბაია), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), პაულო ენრიკე (ვასკო და გამა), ვესლი (რომა)
ნახევარმცველები: ანდრეი სანტოსი (ჩელსი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერი), ფაბინიო (ალ-იტიჰადი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი)
თავდამსხმელები: ესტევაო (ჩელსი), ჟოაო პედრო (ჩელსი), ლუის ენრიკე (ზენიტი), მათეუშ კუნია (მანჩესტერი), რიშარლისონი (ტოტენჰემი), როდრიგო (რეალი), ვინისიუსი (რეალი), ვიტორ როკე (პალმეირასი)
ბრაზილიის ნაკრები 15 ნოემბერს, ლონდონში ამხანაგურად სენეგალს შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ ლილში ტუნისის ნაკრებს გაეჯიბრება.









