სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:45 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსიმ შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს

დანიელე დე როსი შესაძლოა „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ახალგაზრდა სპეციალისტი წელიწადზე მეტია უმუშევარია, მას შემდეგ, რაც „რომადან“ დაითხოვეს, სწორედ „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ.

გენუურმა კლუბმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, 10 ტურში 6 ქულით გასავარდნ ზონაშია და ამიტომ, პატრიკ ვიეირა გაათავისუფლეს.

დანიელე დე როსის მწვრთნელად აქამდე „სპალსა“ და „რომაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09699