მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლივერპულთან“ მატჩამდე ისაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე, რომელიც „ენფილდზე“ ბრუნდება და ფლორიან ვირტცზე, რომელსაც „ლევერკუზენში“ ავარჯიშებდა:
„ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კარგადაა, „ვალენსიასთან“ მატჩის კონტექსტიდან გამომდინარე არ უთამაშია, მაგრამ ხელმისაწვდომია. მას თამაში შეუძლია. ის გვჭირდება, ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, მაგრამ ახალ ფაზაშია და უნდა დავეხმაროთ.
ვირტცი? ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებას მიაღწევს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. „ლივერპულში“ ტრანსფერი მისთვის დიდი ცვლილებაა, მთელი ცხოვრება გერმანიაში გაატარა, ადაპტაცია სჭირდება. ძალიან კონკურენტუნარიანია, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რომ ახლა იქაა, სადაც არის“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ მატჩი დღეს, 23:55 საათზე გაიმართება.









