თამაშგარე

13:52 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვირჯინიასა და ვინისიუსის დიდი შერიგება

არ გამართლდა მავანთა შორსმიმავალი ეჭვები და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჯუნიორი თავის შეყვარებულსა და რეალურად კი ცოლს, ვირჯინია ფონსეკას შეურიგდა და წყვილმა ამის აღმნიშვნელი ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოდო.

ვირჯინია ვინისიუსს ღალატის და სხვა ქალებში რუზრუზის გამო დაშორდა და იძახდა, რომ ეს იყო ბოლო წვეთი მისი მოთმინების უძირო ფიალაში, რადგან აქამდეც ბევრი რამ ქონდა მოთმენილი და გადატანილი. თუმცა, ყველაფერი მაინც ისე დასრულდა, ლათინოამერიკული სერიალების სიუჟეტს რომ შეესაბამება.

ვირჯინია ფონსკას სამი შვილი ყავს და როგორც თავად ამბობდა, არც ეცალა და არც სურვილი ჰქონდა ახალი რომანებისა და ურთიერთობების დასაწყებად. თან როგორც ჩანს ბრაზილიელმა მობურთალმაც იაქტიურა, მოინდომა, ბოდიშები იხადა და საბოლოო ჯამში დიდი შერიგება 90 წუთზე გატანილი გამარჯვების გოლივით მოახერხა.

თეგებივინისიუსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095476