ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ და თორნიკე ლომთაძემ იასპარეზეს.
საბა ასანიძემ ატაცში 156 კილოგრამი დაძლია და მე-5 პოზიციაზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 197 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ევროპის პრიზიორი გახდა, ასანიძემ ორჭიდში მოგროვილი 353 კილოგრამითაც მკერდი მეორე ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
თორნიკე ლომთაძემ კი ატაცში დაძლეული 143 კილოგრამით მე-9 პოზიცია დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 188 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 331 კილოგრამით მე-8 საფეხური ერგო.









