ფლორენციის „ფიორენტინადან“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მიზეზი საშინელი შედეგებია - „ფიორენტინა“, რომელმაც სეზონი ევროზონაში მოხვედრის ამბიციით დაიწყო, 10 ტურის შემდეგ სერია A-ში მოგების გარეშე, მხოლოდ 4 ქულით ბოლო ადგილზეა. „ლეჩესთან“ საშინაო წაგება პიოლის აღარ აპატიეს.
„ვიოლამ“ მისი ხელმძღვანელობით მხოლოდ ორი მატჩი მოიგო, ორივე კონფერენს ლიგაზე.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება ფლორენციელთა ახალი მწვრთნელი, მაგრამ სავარაუდოდ, რობერტ დ’ავერსა, რომელთანაც მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.









