ფეხბურთი

15:50 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" პაულო დიბალა გამოაკლდა

„რომას“ პაულო დიბალა გამოაკლდა. არგენტინელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, დიბალა დაახლოებით 40 დღე ვერ ითამაშებს და „რომას“ უკეთეს შემთხვევაში დეკემბრის შუა რიცხვებში თუ დაუბრუნდება. პაულომ ტრავმა „მილანთან“ მატჩში პენალტის შესრულების მომენტში მიიღო, რომელიც ვერ გაიტანა.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103865