სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:42 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კივუ: "მირჩევნია 4:3 მოვიგოთ, ვიდრე - 1:0"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ალმატის „კაირატის“ მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ურჩევნია მისმა გუნდმა 4:3 მოიგოს, ვიდრე 1:0.

„ყველა თავდამსხმელი ჩემს განკარგულებაშია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არასდროს მიფიქრია ვინმეს დასვენებაზე, უბრალოდ თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობ. 22 ფეხბურთელია და ყველას შეუძლია სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა, ის 5 ფეხბურთელიც, რომელიც შეცვლაზე შედის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ძირითადში მყოფი. ვერონაში ცვლილებებმა მეტი ენერგია მოგვცა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ვინც შევცვალე, კარგად ვერ ითამაშეს. ყველაზე მეტ გოლს ვიტანთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც იმაზე მიანიშნებენ, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ. ამიტომ, გეტყვით, რომ მირჩევნია 4:3 მოვიგოთ და არა 1:0“, - თქვა კივუმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ში 21 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტურში 9 ქულა აქვს, თუმცა ძალიან ადვილი კალენდარი ჰქონდა, ახლაც, ალმატის „კაირატს“ ხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098661