„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი დეზირე დუე 2025 წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელად დასახელდა იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ვერსიით. შესაბამისად, მან Golden Boy-ს ჯილდო მოიგო.
დუე მეოთხე ფრანგია, რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა. მანამდე ეს ფრანგებში პოლ პოგბამ (2013), ენტონი მარსიალმა (2015) და კილიან მბაპემ (2017) შეძლეს.
Golden Boy-ს დაჯილდოება 2023 წლიდან იმართება. პირველი გამარჯვებული რაფაელ ვან დერ ვაარტია, ხოლო 2024 წელს ეს ტიტული ლამინ იამალს ერგო.









