კალათბურთი

20:40 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე

გრძელდება ევროტურნირები და ფიბა-ს ლიცენზიის მქონე ქართველი მსაჯებიც საქმეში არიან. ნოემბრის პირველი ნახევრის დანიშვნებში ამჯერად 2 ჩვენიანი მოხვდა: არბიტრები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური.

თვაური უკვე ბუგარეთშია, სადაც ქალაქ სამოკოვის ახალაშენებული და ულტრათანამედროვე არენა ფიბა ევროპის თასის მატჩს მასპინძლობს. რილსკი სპორტისტი ესპანურ მურსიას დაუპირისპირდება და ამ მატჩის სამიდან ერთი მსაჯი ქართველი იქნება.

რაც შეეხება მიხეილ ვართანოვს, ის 12 ნოემბერს პოლონეთში იმსაჯებს. ფიბა ევროპის თასზე ქალაქ ლიუბლინში ამავე სახელწოდების კლუბი ესპანურ უკამ მურსიას უმასპინძლებს და მიხეილ ვართანოვი სწორედ ამ შეხვედრას მოემსახურება.

კირილე თვაური (მსაჯი) 4 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. სამოკოვი (ბულგარეთი) რილსკი სპორტისტი (ბულგარეთი) – უკამ (მურსია, ესპანეთი) მიხეილ ვართანოვი (მსაჯი) 12 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. ლიუბლინი (პოლონეთი) ლიუბლინი (პოლონეთი) – რილსკი სპორტისტი (სამოკოვი, ბულგარეთი)
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09706