კალათბურთი

21:50 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე პირველი მატჩი მოიგო

ფიბა ევროპის თასის მეოთხე ტურში საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისი“ ჩეხურ „ბრნოს“ ესტუმრა, რომელიც 80:73 დაამარცხა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

კოტე ტუღუშის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ოთხიდან სამ პერიოდში აჯობა მეტოქეს, მხოლოდ ბოლო პერიოდი დასრულდა ფრედ, საბოლოოდ კი, „ქუთაისმა“ 80:73 მოიგო.

შედეგიანობით საუკეთესო დეტრეკ ბროუნინგი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ლუკა ალავიძის აქტივში 17 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი იყო, ხოლო მარკუს გილსონმა 14 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ტაირი ბოკინის აქტივში 13 ქულასთან ერთად 2-2 მოხსნა-პასი გახლდათ.

„ქუთაისს“ ოთხი ტურის შემდეგ ერთი მოგებისა და სამი წაგების ბალანსი აქვს, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, „პერისტერის“ უმასპინძლებს.

„ბრნო“ – „ქუთაისი“ 73:80 (18:21, 13:16, 19:20, 23:23)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099924