სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:25 | 4.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" სამი ქულა "დინამო ბათუმთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ სტუმრად „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმში გოლები გავიდა. ანგარიში 49-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ საჯარიმო დარტყმით გახსნა, ხოლო შემდეგ ამირან ძაგანიამ მეორე გაიტანა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იბერიას“ „დილას“ მსგავსად 65 ქულა აქვს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ლიდერია, მომდევნო ტურშინ კი „სამგურალს“ შეხვდება.

„დინამო ბათუმს“ სერიოზული პრობლემები აქვს, რაც შედეგებშიც ისახება, შედეგად, 37 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ – „იბერია“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჯინჯოლავა (49), 0:2 ძაგანია (69)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095568