ფეხბურთი

0:00 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ზედიზედ მეოთხე მოგება, "ნაპოლიმ" ქულები ისევ დაკარგა

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტური ორი მატჩით დაიწყო. ლონდონის „არსენალმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

მიკელ არტეტას გუნდმა პრაღაში, „სლავიასთან“ გაისეირნა, რომელსაც 3:0 აჯობა. ანგარიში ბუკაიო საკამ პენალტით გახსნა, რასაც მეორე ტაიმში მიკელ მერინოს დუბლი მოჰყვა.

„არსენალი“ 12 ქულით ლიდერია, გოლიც არ გაუშვია. საერთოდაც, „მეთოფეები“ ბოლო 8 მატჩში ახერხებენ კარის მშრალად შენახვას. ლონდონელთა მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ იქნება. „სლავიას“ აქტივში 2 ქულაა და წინ „ბილბაოსთან“ საშინაო მატჩი აქვს.

ნეაპოლში, „ნაპოლი“ და „აინტრახტი“ უგოლოდ დაზავდნენ. გერმანულ გუნდს წინა სამ მატჩში 11 გოლი ჰქონდა გაშვებული, მაგრამ „ნაპოლიმ“ ვერაფერი მოუხერხა. ანტონიო კონტეს გუნდმა ოთხ ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ყარაბაღს“ უმასპინძლებს. „აინტრახტსაც“ 4 ქულა გააჩნია და „ატალანტას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092823