ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, არნე სლოტის გუნდმა კრიზისი დაძლია.
ყოველ შემთხვევაში, „სამეფო კლუბთან“ გამარჯვება ამის მანიშნებელი უნდა იყოს. „ლივერპულმა“ აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად მოიგო, 1:0. მატჩის ბედი ალექსის მაკალისტერის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეორე ტაიმის შუაში გაიტანა.
„წითლებს“ სხვა მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ტიბო კურტუა შესანიშნავად თამაშობდა. უსაქმოდ არც გიორგი მამარდაშვილი ყოფილა, რომელმაც ორი მოგერიება მიითვალა და გუნდს მოგებაში დაეხმარა, რადგან კარი მშრალად შეინახა. ეს მისთვის პირველი მშრალი თამაშია ჩემპიონთა ლიგაზე.
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულმა“ მერვე მატჩი ჩაატარა: 4 პრემიერლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლებს, თუმცა, უახლოეს მატჩს 9 ნოემბერს, პრემიერლიგის ეგიდით სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ გამართავს.
„ლივერპული“ – „რეალი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მაკალისტერი (62)









