ფეხბურთი

2:27 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგი" "იუვენტუსთან" მარცხს გადაურჩა, "ატლეტიკომ" და "ტოტენჰემმა" ადვილად მოიგეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა, რომლებიც საინტერესო გამოდგა.

მადრიდის „ატლეტიკომ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე ბელგიის ჩემპიონ „უნიონს“ 3:1 სძლია. დიეგო სიმეონეს გუნდს ოთხ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო „უნიონის“ აქტივში 3 ქულაა და მომდევნო მეტოქედ „გალათასარაი“ ჰყავს.

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისევ მოუგებლადაა. ეს იყო ლუჩანო სპალეტის პირველი მატჩი ამ ტურნირზე ტურინელთა რიგებში. „იუვემ“ აშკარად აჯობა „სპორტინგს“ უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა, რომელიც დუშან ვლაჰოვიჩის გოლით მოიპოვა - 1:1. ბრწყინავდა ლისაბონელთა მეკარე რუი სილვამ, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე იყო. „იუვენტუსს“ 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სტუმრად „ბოდო გლიმტს“ შეხვდება. „სპორტინგის“ მონაგარი“ 7 ქულაა და „ბრიუგეს“ უმასპინძლებს.

„მონაკომ“ ნორვეგიაში რთული გასვლითი მატჩი მოიგო 1:0. ფრანგულ კლუბს 5 ქულა გაუხდა, ხოლო „ბოდო გლიმტის“ აქტივში 2 ქულაა. ფრედ, 1:1 დასრულდა, „ოლიმპიაკოსისა“ და პსვ ეინდჰოვენის შეხვედრა, ხოლო ლონდონის „ტოტენჰემმა“ შინ „კოპენჰაგენი“ 4:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096612